სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი

სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
სტიქიის შედეგების შესწავლის პროცესი
შარაბიძეებისა და თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე, სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელსაც მერის პირველი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს, გეოლოგებთან ერთად, მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას სწავლობს.
საჭიროების შემთხვევაში, გეოლოგიური დასკვნების გათვალისწინებით, მყისიერად მოხდება ოჯახების დროებითი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება.
კომისიის საქმიანობა ეტაპობრივად ითვალისწინებს საშუალო და დაბალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლას, ასევე, მეწყერსაშიში ადგილების მოკვლევას და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ფერდსამაგრი კედლების მშენებლობისათვის.
მომდევნო დღეებში, კომისია ახალშენის, ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთულების სოფლებში იმუშავებს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს.