სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები

სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალივიდაციო სამუშაოები

ხელვაჩაურში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები.
მეწყრული პროცესებით გამოწვეული საშიშროების გამო საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვა ხუთმა ოჯახმა. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იჯახები დაკმაყოფილდებიან დროებითი ალტერნატიული ფართებით.
აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მიწის მასებისგან გაწმენდის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, სოფელ ზანაქიძეებში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილი მოქალაქე. ასევე ეძებენ სოფელ ჯოჭოში მეწყერის მიერ წაღებულ სახლში მყოფ მოზარდს.
სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სხვა რეგიონების სამაშველო ჯგუფები.