სტიქიით გამოწვეული ზარალის შესწავლა დასრულდა

სტიქიით გამოწვეული ზარალის შესწავლა დასრულდა
სტიქიით გამოწვეული ზარალის შესწავლა დასრულდა
სტიქიით გამოწვეული ზარალის შესწავლა დასრულდა
სტიქიით გამოწვეული ზარალის შესწავლა დასრულდა
სტიქიის შედეგად დაზარალებული, მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა დასრულდა.
მერის პირველი მოადგილის კახაბერ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გეოლოგებთან ერთად, ჯამში 67 საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეისწავლა.
კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ოჯახი მაღალი საფრთხის არსებობის გამო, დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით. მათ შორის: 14 ოჯახი პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდგომ, დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლებს, 9 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას, ხოლო 5 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით საჭიროა დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის შემდგომაც გატარდება ქმედითი ღონისძიებები.
გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, დარჩენილ 39 ოჯახთან მიმართებაში საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ფერდსამაგრი კედლების, დამცავი გაბიონებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას.
კომისიის საქმიანობა ეტაპობრივად ითვალისწინებს საშუალო და დაბალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლას.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს.