სოფელ ქედქედში ახალ აშენებული სკოლა გაიხსნა

????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში ახალ აშენებული სკოლის გახსნას დაესწრო. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
???? ასევე, მუნიციპალიტეტის მერმა, განათლების მინისტრთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და თხილნარის მაჟორიტართან ერთად თხილნარის (აგარის) რეაბილიტირებული დაწყებითი სკოლა მოინახულეს.
????‍♀???? მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ.
???? ქედქედის ახალ აშენებული სამსართულიანი სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობაში გათვალისწინებულია საკლასო ოთახები და კაბინეტები, სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო, საშხაპეები და ლიფტი, ასევე, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ამჟამად სკოლაში დაახლოებით 100 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 5 პირველკლასელი.
სკოლას აქვს საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკა, სასკოლო და მხატვრული ლიტერატურით.
???? სოფელ თხილნარის (აგარის) დაწყებით სკოლაში 17 მოსწავლე ისწავლის, მათ შორის 5 პირველკლასელი.