საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში

საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში
საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში

ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის მიზნით შექმნილი კომისია, მერის პირველი მოადგილის კახაბერ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარების შესწავლას აგრძელებს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მიმდინარეობს. ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ფერდსამაგრი კედლებისათვის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციას შეიძენს.