საკრებულოს სხდომაზე ხუთ საკითხზე იმსჯელეს

საკრებულოს სხდომაზე ხუთ  საკითხზე იმსჯელეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებულ 5 საკითხს უყარეს კენჭი. შესაფასებლად წარდგენილი იყო საკითხი„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსულობების დაზუსტებული გეგმაა 14 310 053 ლარი, ფაქტიურმა შემოსავლებმა კი შეადგინა 12 560 402 ლარი, ანუ გეგმა შესრულდა 87,8%-ით.

საკრებულოს სხდომაზე ასევე მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაზე და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.