საკრებულოს სხდომა

საკრებულოს სხდომა

   დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად   წარდგენილი იყო 9 საკითხი.

ცვლილება შევიდა  მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში, ხარჯვით ნაწილს დაემატა 860 592 ლარი და საბოლოო დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრა 29 718 483 ლარით.

ცვლილებები განხორციელდა ასევე მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებში, მათ შორის, სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის პროგრამას დაემატა 163 518 ლარი.

სხდომაზე  ასევე მოსამენად წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. სხვა შემოსავლების 2022 წლის პირველი კვარტლის გეგმა შეადგენდა 751 327 ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 866 044 ლარი, ანუ 115%.

დამატებული ღირებულების გადასახადი პირველი კვარტლის გეგმა შეადგენდა 2 847 929 ლარს, ფაქტიურად შემოსულია 2 798 343 ლარი, ანუ შესრულდა  98,36%.

 სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ   მერიას  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  „მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს დაფუძნებაზე თანხმობა მისცა.