საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებული სამი საკითხი იყო წარდგენილი.
მთავარი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო.
ცვლილების თანახმად ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიები გადანაწილდა შემდეგნაირად; 76 489 ლარი შპს ხელვაჩაურის წყალკანალზე-39 489 ლარი, ა(ა)იპ გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურზე-30 000 ლარი, ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოებზე -7 000 ლარი.
სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.