საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ზანაქიძეებში

საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ზანაქიძეებში
სოფელ ზანაქიძეებში (სატეხია) აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
პროექტის ღირებულება 111 709 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.
სატეხიაში აქამდე არსებული ხიდი, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანდა, რის გამოც, სოფელში მაცხოვრებელ მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა გადაადგილება.