რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილი იყო სამი საკითხი.
დღესვე სხდომაზე ფარული კენჭისყრით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ილია სირაბიძე აირჩიეს.
დამტკიცდა ასევე დადგენილების პროექტი „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“.