პროექტი "ახალგაზრდული ვარსკვლავი"

პროექტი "ახალგაზრდული ვარსკვლავი"

ძვირფასო ახალგაზრდებო,
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ი წ ყ ე ბ ს მონაწილეთა რეგისტრაციას პროექტში ,,ახალგაზრდული ვარსკვლავი".
ახალგაზრდული ვარსკვლავი-ეს არის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
პროექტში გაერთიანებულია აქტივობები, სადაც 10 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებულმა 9 გუნდმა უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობებში.
გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი (გუნდის კაპიტანი).
აუცილებელია ყველა გუნდს ჰქონდეს მათ მიერ შერჩეული სასურველი გუნდის სახელი.
გუნდის კაპიტანმა, პროექტის სარეგისტრაციო ბლანკში უნდა მიუთითოს: გუნდის წევრების სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი.
სასურველია გუნდში იყოს მინიმუმ ერთი შშმ პირი.

პროექტის მიხედვით, თითოეულ აქტივობას ჰყავს ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა ვარსკვლავი. გუნდს რომელსაც, პროექტის ბოლოს ექნება ყველაზე მეტი ვარსკვლავი, იქნება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ვარსკვლაური გუნდი-საჩუქრად გადაეცემა გრამპრი და გათვალისწინებული იქნება წამახალისებელი ღონისძიება.

პროექტი მოიცავს: მხიარულ სტარტებს, კომპიუტერული თამაშებს, კულინარიის დღეს, განძის ძიებას, გალა კონცერტს და სხვა.
რეგისტრაციისთვის: მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ გუნდის შესახებ მონაცემები ელ.ფოსტაზე: Khelvachauriyouthcenter@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456, 557499097.