ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით თემაზე: ,,საქართველოს პირველი კონსტიტუცია" ლექცია ჩატარდა.

ლექცია, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ახალგაზრდებთან ერთად განხილული იქნა ,,საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით" დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დამფუძნებელთა კრების მიერ კონსტიტუციის მიღების/მოქმედების ვადის ისტორიული და სამართლებრივი საკითხები.

ლექციას, მოხალისეობრივ საწყისებზე წარუძღვა იურისტი, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამართამცოდნეობის ხელმძღვანელი-ლუკა ბიბინეიშვილი.

საჯარო ლექციას საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა შემოუერთდა.