

დღეს, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები და ბაღების მეთოდისტები სიგელებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის.


კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებს, საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფებისათვის და სტუმრად მყოფი ბავშვებისთვის წარმოდგენილი ქონდათ, პედაგოგებისა და აღსაზრდელების მიერ, სპეციალურად შექმნილი ულამაზესი კუთხეები, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ღონისძიებას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები.


მათ, ბავშვებს ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს.