მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მიმდინარე წელს ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს შემდეგ მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ომის ვეტერანებს; ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებს; მარტოხელა მშობლებს და მათ შვილებს და მარტოხელა ასაკით პენსიონერებს.
პროგრამის ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ ოჯახზე მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას მედიკამენტების შესესაძენად, ვაუჩერის სახით.
პროგრამით დაინტერესებულმა პირმა/დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა, ვაუჩერის მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართონ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია:
• ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;
• ომის ვეტერანის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
• სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა საჭირო მედიკამენტების დასახელებით.
• ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან თანხის მითითებით;
• ბენეფიციარის დამადასტურებელი დოკუმენტი (სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზიდან)
• გადაწყვეტილება (ცნობა) მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ:
• საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფირმაცია დაინტერესებულ პირებს შუძლიათ მიიღონ მისამართზე: ქ.ბათუმი დიდაჭარის ქუჩა №23 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. საკონტაქტო ტელეფონის №: 599 85 16 21.