მეწყერული პროცესები ხელვაჩაურში

მეწყერული პროცესები ხელვაჩაურში
მეწყერული პროცესები ხელვაჩაურში
მეწყერული პროცესები ხელვაჩაურში
მეწყერული პროცესები ხელვაჩაურში
უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები განვითარდა.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები.
მეწყერის გამო დროებით შეიზღუდა მოძრაობა ბათუმი-ხულოს მაგისტრალის სოფელ ერგეს მონაკვეთზე. ასევე, დროებით იყო შეზღუდული მოძრაობა ახალშენი - ხეღრუს და სამება - სალიბაურის დამაკავშირებელ გზაზე.
მეწყრული პროცესებით გამოწვეული საშიშროების გამო საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვა სოფელ ზედა ახალშენში მაცხოვრებელმა ხუთმა ოჯახმა.
უხვი ნალექის შედეგად ახალშენის მეურნეობაში დაზიანდა ხის საცხოვრებელი სახლი. ოჯახი დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული ფართით.
სოფელ სამებაში მამუკა ხიმშიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ დააზიანა გაზის მილი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სოფელ კაპრეშუმში მეწყერი განვითარდა დავით მალაყმაძის სახლთან, რის შედეგად წაიქცა ელექტროგადამცემი ბოძი და ჩაიკეტა ცენტრალური გზა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მეწყერმა დააზიანა 2 ავტომობილი სოფელ ზედა ახალშენსა და სამებაში.
სოფელ ზანაქიძეებში, ადიდებულმა წყალმა წაიღო ბეტონის ხიდი. მიმდებარედ არსებულ, ორმოცდაათამდე საცხოვრებელ სახლში შევიდა წყალი.
სოფელ სამებაში წყლის დიდი ნაკადის დაგროვების გამო წყალი შევიდა სამ საცხოვრებელ სახლში.
წყალი შევიდა ასევე სოფელ ჩელტაში, ე.წ. "ბარაკების დასახლების" სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში და სარდაფებში.
ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, სოფელ ზანაქიძეებში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილი მოქალაქე. ასევე ეძებენ სოფელ ჯოჭოში მეწყერის მიერ წაღებულ სახლში და ავტომანქანაში მყოფ მოქალაქეებს.
სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სხვა რეგიონების სამაშველო ჯგუფები.