მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის

დღეს, მიმდინარე პროექტის ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს USAID/Georgia , The USAID Economic Governance Program გაიმართა ოფიციალური და სტრატეგიული შეხვედრა მერებთან ერთად.
თანამშრომლობა და ღია კომუნიკაცია არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და წინაპირობა სასიკეთო ცვლილებებისა. ,,საორსა“ მოხარულია, რომ რეგიონში პირველად, ჩვენი იცინიატივითა და USAID - ის მხარდაჭერით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, წარიმართა სამმხრივი დიალოგი და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც მოიცვა ხუთივე მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს USAID- ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მნიშვნელობა, მიმდინარე პროექტის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. გარდა ამისა, საუბარი იყო ჩვენი პროექტის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა USAID- ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი; ამავე პროგრამის კერძო სექტორის გაძლიერების კომპონენეტის ხელმძღვანელი მაია ერისთავი; ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და ,,საორსას“ ბენეფიციარები, მეწარმე ქალები.