მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის და საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, ზაზა შავაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 745 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შესაბამისი ხელოვნური ნაგებობები. მახოს ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.