მახოს ხიდზე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება

მახოს ხიდზე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+745 მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაო პროცესის გამო 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრულად შეიზღუდება ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება.
საავტომობილო მოძრაობა იწარმოებს თხილნარი-ჭარნალი ახალსოფლის საავტომობილო გზით.