ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გონიოს და კახაბრის მიმართულებით, ბათუმის სამრეწველო ზონაში, გზების მშენებლობა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს, სამრეწველო ზონაში 39 მილიონი ლარის ღირებულების 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.
მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზის მოწყობა ხორციელდება, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ჭოროხთან მიმდინარეობს.
სამრეწველო ზონის მიმდებარედ, სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა, მოსახლეობა პირველი ფაზის დასრულებასთან ერთად უწყვეტი წყალმომარაგება-წყალარინების სერვისებით სარგებლობას შეძლებს.
აღნიშნული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ დაათვალიერეს.