ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტები და სკოპინგის განცხადება

ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტები და სკოპინგის განცხადება
♻️საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა განახლებული საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტები და სკოპინგის განცხადება, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით.
სკოპინგი წარმოადგენს პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
სკოპინგის პროცედურის გასავლელად სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეც:
(იხ. ელ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209 ).
საზოგადოების მხრიდან, სტრატეგიული
დოკუმენტის პროექტსა და სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული მოსაზრებების და
შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით.