ეკო-ბანაკის მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება

ეკო-ბანაკის მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძებათა ფარგლებში, ეკო-ბანაკის მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება!
თუ თქვენ ხართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მცხოვრები 15-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და დაინტერესებული ხართ ეკოლოგიური წიგნიერების საფუძვლების დაუფლებით, ეს პროექტი თქვენთვისაა!
ეკო-ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია: ტრენინგები თემებზე:
,,ნარჩენების მართვა";
,,შავი ზღვის ეკოლოგიური როლი, მნიშვნელობა და თანამედროვე გამოწვევები";
ეკოტური-დენდროლოგიურ პარკში.
თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა მაისურები და დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით;
დღის ბანაკის ხანგრძლივობაა 3 დღე. (სექტემბრის თვეში).
რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456 ნატა ხინკილაძე
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: