ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია დაიწყო

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია დაიწყო
გაცნობებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 4 აპრილის N321 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის, საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისია უფლებამოსილია ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად უზრუნველყოს დაზარალებულის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება.
განცხადებები მიიღება ზემოთხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ფორმისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც განცხადებას თან ერთვის დანართების სახით.
1. დაზარალებულების განცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №21, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
2.განაცხადს უნდა ერთოდეს: საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგური დასკვნა, ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვა. განცხადების წარმომდგენი ასევე ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მერ შექმნილ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში და წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ დანართი (2).

ფაილები