დღეიდან საკრებულოს თენგიზ ირემაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან საკრებულოს თენგიზ ირემაძე უხელმძღვანელებს
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძემ გახსნა. სხდომაზე 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები და შემაჯამებელი ოქმი წარადგინა.
საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი მალხაზ სალვარიძე წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების არჩევის შემდეგ, ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად თენგიზ ირემაძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, მინდია დიასამიძე, ხოლო მოადგილეებად კი მალხაზ სალვარიძე და ვახტანგ ლორთქიფანიძე.
დღესვე სხდომაზე ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარები.