"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!"

"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!"
"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო სისხლის ბანკის "ჰემა 2012" მიერ ორგანიზებულ აქციაში.
ღონისძიება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჩატარდა, მოხალისეებს უფასოდ გაუკეთდათ ანალიზები ინფექციებზე - ბ და ც ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი.