ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  სხდომა გაიმართა.

ბიუროს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო  დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც  ტენდერებისგან მიღებული ეკონომიების შედეგად იქნა ასახული. აღნიშნული თანხა სოციალური, ინფრატრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით დაიხარჯება. ასევე  წარდგენილი იყო    2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.    

ბიუროს სხდომაზე ბიუროს  წევრებს ცნობის სახით წარედგინათ ინფორმაცია   ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-ში ცვლილებისა და  ფრაქცია  „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობა“-ში განხორციელებული ცვლილების შესახებ. ცვლილების თანახმად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძემ დატოვა  თანამდებობა და  ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ საჯარო განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და ფრაქციის თავმჯდომარედ  ფრაქციის  წევრების მიერ  არჩეული იქნა  მამუკა ჯევაიში.