ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში.

მხარეებმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე გააკეთესა და ევროსაბჭოს კონგრესს აღნიშნულ პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ პარტნიორებმა, ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართა.

დოკუმენტი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ჰიბრიდულ რეჟიმში მოწყობილ შეხვედრას ათეა-ს პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - კახა კალაძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანი - ანდრეას კიფერი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.